Accentnews.ge
BBC: 2023 წელს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმზე დრონებით 190-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა

BBC: 2023 წელს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმზე დრონებით 190-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა

31/08/2023 07:36:12 მსოფლიო

წელის დასაწყისიდან რუსეთის ტერიტორიებსა და და ანექსირებული ყირიმზე დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა, – იუწყება BBC.

პუბლიკაცია დაკავშირებულია 30 აგვისტოს რუსეთის ექვს რეგიონში, ასევე სევასტოპოლში განხორციელებულ მასიურ თავდასხმასთან. გამოცემა აღნიშნავს, რომ შეუძლებელია თითოეულ დაფიქსირებულ შემთხვევაში დადასტურება, რომ საუბარია დრონების თავდასხმებზე. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 2023 წელს,დარტყმები ძირითადად დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის, ბრიანკის და კურსკის რეგიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში.

დრონებს საომარი მოქმედებების წარმოებაში იყენებს როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

20 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 6 000-ზე მეტი რაკეტა და 3 000 დრონი გამოიყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S