Accentnews.ge
საქსტატი: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა

საქსტატი: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა

31/08/2023 07:20:04 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ივლისში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით, 5.5%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველი 7 თვის ზრდამ კი 7.2% შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ ივლისში 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

"2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S