Accentnews.ge
ზელენსკი: სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის გზით წავიდა საზღვარგარეთ, მოხელეები პასუხს აგებენ

ზელენსკი: სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის გზით წავიდა საზღვარგარეთ, მოხელეები პასუხს აგებენ

31/08/2023 06:45:11 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით წავიდა საზღვარგარეთ.

მისი თქმით, მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ.

"ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა. აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის შესახებ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა 24 თებერვლის შემდეგ. შესაბამისი სტატისტიკა დღეს ეროვნულ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე წარადგინეს. არის შემთხვევები, როცა გასული წლის თებერვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებით ათჯერ გაიზარდა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა. სრულიად ნათელია, რომ ეს იყო კორუფციული გადაწყვეტილებები, რასაც მოწმობს სისხლის სამართლის საქმე სამხედრო-სამედიცინო კომისიების და სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლების წინააღმდეგ", – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან დაასახელა თანხა – 3-დან 15 ათას დოლარამდე, რომლის მიცემა ქრთამის სახით იყო საჭირო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სხვადასხვა ფორმებისთვის.

"ცალკე გააანალიზებენ საზღვარგარეთ იმ წასულთა სიას, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოახერხეს კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით, კერძოდ, მათი გადაწყვეტილების დახმარებით, ვინც უკვე დაიჭირეს ქრთამის აღებისთვის. საუბარია, მინიმუმ, ათასობით ადამიანზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აგვისტოს დასაწყისში, კორუფციასთან მებრძოლი უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ნოვიკოვმა განაცხადა, რომ სააგენტომ დაიწყო 1795-დან 135 სამხედრო კომისარიატის მეთვალყურეობა უკრაინაში. 8 აგვისტოს გამოძიების უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უწყება იძიებს 112 საქმეს ტერიტორიული რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრების თანამდებობის პირების წინააღმდეგ, 15 ბრალდება უკვე სასამართლოებს გადაეცა.11 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მათ გადაწყვიტეს ყველა რეგიონული სამხედრო კომისრის თანამდებობიდან დათხოვნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S