Accentnews.ge
იენს სტოლტენბერგი: უკრაინელები კონტრშეტევით წინ მიიწევენ, მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, მათ შეუძლიათ რუსების უკან დახევა

იენს სტოლტენბერგი: უკრაინელები კონტრშეტევით წინ მიიწევენ, მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, მათ შეუძლიათ რუსების უკან დახევა

31/08/2023 06:09:22 მსოფლიო

უკრაინელები კონტრშეტევით თანდათან წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებს შეუძლიათ რუსების უკან დახევა:

"მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, დანაღმული მინდვრების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები, ძალას იკრებენ“.

მან აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აძლევენ უკრაინას, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება თავად უკრაინელებზეა დამოკიდებული:

"უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე მათ მეთაურობაზე არის დამოკიდებული რთული და მძიმე გადაწყვეტილებები. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ უკრაინელები კვლავ და კვლავ აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს. უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ მათ რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S