Accentnews.ge
ფხენიანმა სამხრეთ კორეის სამეთაურო პუნქტებსა და სამხედრო აეროდრომებზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის იმიტირებული სწავლება ჩაატარა

ფხენიანმა სამხრეთ კორეის სამეთაურო პუნქტებსა და სამხედრო აეროდრომებზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის იმიტირებული სწავლება ჩაატარა

31/08/2023 06:07:53 მსოფლიო

ფხენიანმა სამხრეთ კორეაზე ბირთვული დარტყმის იმიტაცია მოაწყო. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, "სამხრეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე ბირთვული დარტყმების იმიტაციისთვის ორი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს".

"30 აგვისტოს აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებთან ერთად ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რომელიც აჩვენებს მათ განზრახვას, ჩრდილოეთ კორეაზე განახორციელონ პრევენციული ბირთვული დარტყმა. ამ ქმედების საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეამ 30 აგვისტოს ღამით ჩაატარა სამხრეთ კორეის სამეთაურო პუნქტებსა და სამხედრო აეროდრომებზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის იმიტირებული სწავლება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გაუშვა 2 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. რაკეტები პირობითი სამიზნის თავზე, 400 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა", – აცხადებენ გენშტაბში.

სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს ზღვაში ჩამოვარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული, ახლო მანძილზე მოქმედების ორი ბალისტიკური რაკეტა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S