ზალუჟნი: დანიაში მყოფმა უკრაინელმა მფრინავებმა უკვე გაიარეს გარკვეული წინასწარი მომზადება და F-16–ებზე წვრთნების დასაწყებად მზად არიან
30/08/2023 19:10:12 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ამერიკული წარმოების F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების სამართავად უკრაინელი პილოტების წვრთნები შესაძლოა, უკვე დაიწყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"დანიაში წასულმა უკრაინელმა მფრინავებმა უკვე გაიარეს გარკვეული წინასწარი მომზადება დაF-16–ებზე წვრთნების დასაწყებად მზად არიან", – წერს ზალუჟნი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში F-16 ტიპის თვითმფრინავებს ნიდერლანდებისგან, დანიისგან და ნორვეგიისგან მიიღებს.


