უკრაინამ გერმანიისგან Leopard–ების მორიგი პარტია მიიღო
30/08/2023 19:01:45 მსოფლიო
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5–ის ტიპის ტანკების მორიგი პარტია მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა.
მანამდე, გერმანიამ უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა.
ამასთან, ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი გადასცა.


