Accentnews.ge
ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს მიმართა, რომ დაგეგმილზე 10 000–ით მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადაამზადონ

ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს მიმართა, რომ დაგეგმილზე 10 000–ით მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადაამზადონ

30/08/2023 18:26:39 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბლოკის თავდაცვის მინისტრებს მიმართა, რომ დაგეგმილზე 10 000–ით მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადაამზადონ. ამის შესახებ მან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პროგრამა (EUMAM), რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელი ჯარისკაცის გადამზადება უნდა განხორციელდეს, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

"25 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე უკვე გადამზადებულია. თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და სწრაფად და მე შევთავაზე მინისტრებს რომ ამ მისიის ფარგლებში დამატებით 10 000 ჯარისკაცი გაწვრთნან. ასევე მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ უკრაინის არმიის ცვალებად საჭიროებებზე და ვიმუშაოთ არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც. უკრაინელებს სჭირდებათ მეტი სპეციალიზებული მომზადება მცირე ჯგუფებისა და სამეთაურო პერსონალისთვის“,– განცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S