Accentnews.ge
„რუსეთის დიდი იმპერიის“ შესახებ რომის პაპის განცხადების შემდეგ ლიეტუვის საგარეო უწყებაში ვატიკანის ელჩი დაიბარეს

„რუსეთის დიდი იმპერიის“ შესახებ რომის პაპის განცხადების შემდეგ ლიეტუვის საგარეო უწყებაში ვატიკანის ელჩი დაიბარეს

30/08/2023 17:04:48 მსოფლიო

„რუსეთის დიდი იმპერიის“ შესახებ რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, მათ მიიწვიეს სამოციქულო ეკლესიის ნუნცი „საუბრისთვის“ მას შემდეგ, რაც არიეპისკოპოსი შვებულებიდან დაბრუნდება.

25 აგვისტოს რომის პაპმა ონლაინ-რეჟიმში მიმართა სანქტ-პეტერბურგში შეკრებილ კათოლიკე ახალგაზრდებს, რა დროსაც პაპმა მათ "წმინდანების, მმართველების – პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის, დიდი რუსეთის და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა და უთხრა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ". უკრაინის ეკლესიამ რუსეთის შესახებ რომის პაპის განცხადების გამო წმინდა საყდრისგან განმარტება მოითხოვა.

მოგვიანებით, ვატიკანმა განმარტა, რომ პაპს არ ჰქონდა განზრახვად რუსული იმპერიალიზმის განდიდება. ვატიკანის ცნობით, მისი მიზანი იყო, მოეწოდებინა ახალგაზრდებისთვის „შეინარჩუნონ და განავითარონ ყველაფერი ის, რაც პოზიტიურია დიდ რუსულ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S