ბელარუსში პატიმრობა მიუსაჯა პირს იმის გამო, რომ 2021 წელს საქართველოში ყოფნისას საქართველოს და უკრაინის დროშების ფონზე ფოტო გადაიღო
30/08/2023 15:15:47 მსოფლიო
ბელარუსში სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის სახით 15 –დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ქალაქ ნოვოპოლოცკის მკვიდრს იმის გამო, რომ 2021 წელს საქართველოში დასასვენებლად ყოფნისას საქართველოს და უკრაინის დროშების ფონზე ფოტო გადაიღო.
როგორც უფლებადამცავი ცენტრი „ ვიასნა“ იტყობინება, მას ბრალად დასდეს პიკეტის მოწყობა ნებართვის გარეშე, ხოლო ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში 2021 წლის 8 აგვისტოს, მილიციამ ყურადღება წელს მიაქცია.
პირი, რომლის ვინაობას არ ამხელენ, აღიარებს, რომ ფოტო მან გადაიღო, მაგრამ აცხადებს, რომ ეს არ გაუკეთებია პროტესტის ნიშნად, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდა 2022 წლის თებერვალში.


