Accentnews.ge
უპრეცედენტო ოპერაციით გაანადგურეს ჰაკერული ქსელი Qakbot, რომელსაც რუსეთთან აკავშირებენ

უპრეცედენტო ოპერაციით გაანადგურეს ჰაკერული ქსელი Qakbot, რომელსაც რუსეთთან აკავშირებენ

30/08/2023 12:38:08 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების, რუმინეთის და საფრანგეთის მონაწილეობით ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია ჰაკერული ქსელის Qakbot–ის ლიკვიდაციის მიზნით, რომელსაც კიბერკრიმინალები ფინანსური დანაშაულისთვის იყენებენ,– წერს Reuters.

პირველად ათი წლის წინ აღმოჩენილი Qakbot ჩვეულებრივ ვრცელდება დავირუსებული ელექტრონული წერილის მეშვეობით – მას გზავნიან შერჩეულ მსხვერპლებთან.

ამერიკელმა პროკურორმა მარტინ ესტრადამ თქვა, რომ ოპერაცია Qakbot-ის წინააღმდეგ იყო ყველაზე დიდი, რომელიც ოდესმე ჩაუტარებია უწყებას ბოტ–ქსელის წინააღმდეგ.

"ჩვენ ერთად გავანადგურეთ Qakbot და ვიხსენით უამრავი მსხვერპლი მომავალი თავდასხმებისგან,” - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

უსაფრთხოების მკვლევარები თვლიან, რომ Qakbot რუსული პროექტია. ქსელი თავს დაესხა ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, გერმანიიდან არგენტინამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S