Accentnews.ge
რუსეთმა ბრაზილიას პრიგოჟინის სიკვდილი გარემოებების გამოძიების უფლება არ მისცა

რუსეთმა ბრაზილიას პრიგოჟინის სიკვდილი გარემოებების გამოძიების უფლება არ მისცა

30/08/2023 10:06:23 მსოფლიო

რუსეთმა ბრაზილიას აცნობა, რომ „ამ დროისთვის“ არ აპირებს, გამოიძიოს ბრაზილიური Embraer,–ის თვითმფრინავის ჩამოვარდნა საერთაშორისო წესების შესაბამისად, რომლის ბორტზეც "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა,– იტყობინება Reuters.

მანამდე ბრაზილიის ავიაკატასტროფების კვლევისა და პრევენციის ცენტრმა (CENIPA) თხოვნა გაუგზავნა სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს (IAC) ბრაზილიური თვითმფრინავის მწარმოებელი Embraer-ის კატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობის თაობაზე, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტები მომავალში.

ბრაზილიური მხარის მოთხოვნის საპასუხოდ IAC-მა მიუთითა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესების მეცამეტე პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, თუ ინციდენტი შიდა რეისზე მოხდა, მასზე საერთაშორისო სტანდარტები არ ვრცელდება.

CENIPA-ს ხელმძღვანელმა მარსელო მორენომ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მართალია, რუსული მხარე არ არის ვალდებული, საერთაშორისო დონის გამოძიება ჩაატაროს, მაგრამ ეს რეკომენდებულია საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

ავიაკატასტროფის გამოძიების ექსპერტის ჯეფ გაზეტის შეფასებით, რუსეთის უარი ბრაზილიის შეთავაზებაზე დემონსტრირებაა იმისა, რომ „არ იქნება გამჭვირვალე გამოძიება“, – წერს Reuters.

23 აგვისტოს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბიზნეს კლასის თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნოდა ვაგნერის ხელმძღვანელს და რუსეთში წარუმატებელი შეიარაღებული აჯანყების ორგანიზატორს ევგენი პრიგოჟინს, რუსეთის ტვერის ოლქის ბოლოგოვსკის რაიონში ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან მიფრინავდა და სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე, დასახლებულ ადგილას ჩამოვარდა. მგზავრთა სიაში, როსავიაციის ცნობით, იყო ევგენი პრიგოჟინი. ბორტზე მყოფი ათი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S