Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსულ არმიაში შეინიშნება ბრძოლაზე უარის თქმის მაღალი მაჩვენებელი, გამოფიტვა, დაბალი მორალი

ბრიტანული დაზვერვა: რუსულ არმიაში შეინიშნება ბრძოლაზე უარის თქმის მაღალი მაჩვენებელი, გამოფიტვა, დაბალი მორალი

30/08/2023 09:07:02 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუსეთში სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო საბრალდებო დასკვნების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ასევე, მორალური განწყობა ჯარში კვლავ დაბალი რჩება.

„ბრძოლაზე უარის თქმა სავარაუდოდ ასახავს წვრთნების ნაკლებობას, დაბალ მოტივაციას და მაღალ სტრესს, რომელსაც რუსული ჯარები აწყდებიან უკრაინის ფრონტზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა უარი თქვა ბრძოლაზე და გამოფიტვის მაჩვენებლები კვლავ მაღალია, რუსეთი სავარაუდოდ დანაკარგებს ფრონტის ხაზზე ცუდად მომზადებული ჯარისკაცების მასობრივი გაგზავნით ანაზღაურებს",– ნათქვამია შეტყობინებაში.

ბრიტანული დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუსეთმა 2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით მოახდინა ომის მიმდინარეობისადმი მიდგომის ადაპტირება ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცების გამოყენებით როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი ოპერაციებისთვის.

ერთი დღით ადრე ბრიტანულმა დაზვერვამ გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთის არმიაში ახალწვეულთა რაოდენობა გავლენას იქონიებდა განსაზღვრულ ხელფასებსა და შეღავათებზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში მობილიზაცია არ შეჩერებულა და ახლა ისინი განიხილავენ დამატებით 450 ათასი ადამიანის მობილიზების შესაძლებლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S