ყირიმში, რუსულ ბაზასთან აფეთქების შესახებ იუწყებიან
30/08/2023 08:51:08 მსოფლიო
30 აგვისტოს დილით, ანექსირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ–არხები იუწყებიან.
როგორც იუწყებიან, ორი ძლიერი აფეთქება იყო ჯანკოის რაიონში, სადაც რუსული ავიაბაზაა განთავსებული. აფეთქება იყო კრასნოპერეკოპსკის რაიონშიც. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მანამდე იუწყებოდნენ რუსეთის ბრიანსკის, მოსკოვის, ორიოლის, რიაზანისა და კალუგის ოლქებზე, ასევე ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის თაობაზე.


