Accentnews.ge
რუსეთში, საგამოძიებო კომიტეტის შენობაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთში, საგამოძიებო კომიტეტის შენობაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

30/08/2023 08:42:07 მსოფლიო

რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში, საგამოძიებო კომიტეტის შენობაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საოლქო განყოფილება ადასტურებს, რომ ერთ-ერთი დრონი დაეცა საგამოძიებო კომიტეტის შენობას და მისი სახურავი და ფანჯრები დააზიანა. უწყება ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა.

გასული ღამის განმავლობაში, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებსა და ანექსირებულ სევასტოპოლზე. დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგის და მოსკოვის ოლქებზე და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S