რაჭის გუბერნატორი: გუშინ ვიპოვეთ ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი, რომელსაც დნმ-ის კვლევა უტარდება, ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება
30/08/2023 08:18:22 საზოგადოება
რაჭის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძის თქმით, რაჭაში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 მოქალაქის ცხედრიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებული.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ დღის მეორე ნახევარში იპოვეს ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი, რომელსაც ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის კვლევა უტარდება.
მისი ცნობით, ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„სამძებრო ღონისძიებებო კვლავ გრძელდება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც ჩართულია ყველა უწყება და გაგრძელდება, ვიდრე იქნება მცირედი თეორიული შანსი დაკარგული მოქალაქეებია პოვნის. არეალი გახლავთ უშუალოდ კურორტ შოვის ტერიტორია, ასევე გრძელდება საძიებო სამუშაოები მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში გუმათჰესამდე“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
ცნობისთვის: შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 33 დაღუპული ადამიანიდან 31 პირი იპოვეს, 2 დაკარგული არასრულწლოვანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


