"თბილსერვისის" უფროსი: "სანიაღვრეებს გადაფარული ჰქონდა ნარჩენები, ნაჭრები, ქილები, ხელით გავწმინდეთ"
30/08/2023 06:06:35 საზოგადოება
სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას, ხელით გავწმინდეთ, - ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა, დავით ფაჩულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანიაღვრე სისტემის სრულად გაწმენდას დრო სჭირდება.
„ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ, სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას. ხელით გავწმინდეთ, გაიტანა სანიაღვრემ, გაიწმინდა, დრო სჭირდება, რომ სრულად გაიტანოს. ნარჩენია ძალიან ბევრი, ნალექი, ქვიშაა ჩამოტანილი“, - განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსნებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
29 აგვისტოს ღამით გავრცელებული განცხადებაში თბილისის მერიამ მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.


