Accentnews.ge
კიევი: რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას 28 ფრთოსანი რაკეტა და 16 დრონი გამოიყენა, მათგან 28-ვე რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ

კიევი: რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას 28 ფრთოსანი რაკეტა და 16 დრონი გამოიყენა, მათგან 28-ვე რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ

30/08/2023 06:32:57 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას 28 ფრთოსანი რაკეტა და 16 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

მისი ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის, ჩერკასის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს 28-ვე ფრთოსანი რაკეტა და 16-დან 15 დრონი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაცვის სამსახურის 2 თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარნიცკის და შევჩენკოს რაიონებში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს და ადმინისტრაციულ შენობას. კიევის ოლქში დრონების და რაკეტების ნამსხვრევებმა დაანგრია და დააზიანა 6 კერძო სახლი. დაშავდა 3 ადამიანი.

ჟიტომირის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ობიექტი და რკინიგზის მონაკვეთი. მსხვერპლი არ არის.

რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გვიან ღამით გამოცხადებული განგაში დილამდე გაგრძელდა. განგაშის დროს მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S