Accentnews.ge
რუსეთის ბრიანსკის, მოსკოვის, ორიოლის, რიაზანისა და კალუგის ოლქებზე, ასევე ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყებიან

რუსეთის ბრიანსკის, მოსკოვის, ორიოლის, რიაზანისა და კალუგის ოლქებზე, ასევე ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყებიან

30/08/2023 06:06:29 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის, მოსკოვის, ორიოლის, რიაზანისა და კალუგის ოლქებზე, ასევე ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, სადაც რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკია დისლოცირებული, დრონებით შეტევის თაობაზე იუწყებიან.

ფსკოვის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის თავდაცის სამინისტროს ძალებმა აეროდრომზე შეტევა მოიგერიეს და წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ამასთან, სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი. აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა მოიცვა 2 საჰაერო ხომალდი.

დრონებით თავდასხმის გამო დროებით დაიხურა ქალაქ ფსკოვის და ფსკოვის ოლქის საჰაერო სივრცე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში დრონები ჩამოაგდეს ბრიანსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგის და მოსკოვის ოლქებში. ყველა ამ რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ მსხვერპლი არ არის.

დრონებით მორიგი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.

გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო ანექსირებულ სევასტოპოლზეც. შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.

  • მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S