Accentnews.ge
სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს იშვიათი სამიზნე – Buk-M3–ს სარადარო სადგური

სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს იშვიათი სამიზნე – Buk-M3–ს სარადარო სადგური

29/08/2023 20:11:23 მსოფლიო

უკრაინელმა დამცველებმა რუსული Buk-M3 საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური გაანადგურეს. მისი ღირებულება მილიონობით დოლარია,– იუწყება უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები.

როგორც აღინიშნა, Buk-M3 საზენიტო სარაკეტო სისტემა ძალიან იშვიათი სამიზნეა. სპეციალიზებული სამხედრო გამოცემები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არ ყოფილა დადასტურებული ცნობები ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამშვები მოწყობილობების განადგურების შესახებ. თუმცა, Buk-M3 სარადარო სადგური ადრე განადგურდა. მისი ფრაგმენტები 2022 წლის მარტში ჩერნიგოვის რეგიონში აღმოაჩინეს.

სამხედროებმა აღნიშნეს, რომ განადგურებული ტექნიკის ღირებულება 260 მილიონ დოლარს აღემატება. რუსეთი დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S