Accentnews.ge
გერმანიაში IS-ის ყოფილ წევრი 5 წლის ბავშვის სიკვდილით დასჯისთვის გაასამართლეს

გერმანიაში IS-ის ყოფილ წევრი 5 წლის ბავშვის სიკვდილით დასჯისთვის გაასამართლეს

29/08/2023 19:45:55 მსოფლიო

სამშაბათს მიუნხენის სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ გერმანელ ქალს თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ დაუშვა 5 წლის იეზიდი გოგონა, რომელიც მას და მის მეუღლეს ერაყში მონად ჰყავდათ, მზეზე წყურვილით მომკვდარიყო. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა წინა სასჯელი – ქალს 10–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მიუნხენის სასამართლომ 32 წლის ქალი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, მონათმფლობელობაში, რასაც სიკვდილი მოჰყვა, ადამიანის სიცოცხლის უპატივცემულობაში.

ქალმა ადრე აღიარა, რომ გოგონას გარდაცვალება 2015 წლის ზაფხულში ნახა. გოგონა და მისი დედა ერაყში მონებად ჰყავდათ. ბრალდებულის ქმარმა ბავშვი დასჯის მიზნით ჯაჭვით დააბა და მწველი მზის ქვეშ დატოვა.

სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა გერმანელი ქალის ქცევას ბავშვის გარდაცვალების შემდეგ: მან დედას თავზე იარაღი დაადო, რათა ტირილი შეეწყვიტა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დედის მიყენებული მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელსაც ის დღემდე განიცდის.

ბრალდებული 2016 წელს ანკარაში დააკავეს, როდესაც გერმანიის საელჩოში დოკუმენტების აღებას ცდილობდა, რის შემდეგაც დეპორტირებული იქნა გერმანიაში.

მისი ყოფილი ქმარი, ერაყის მოქალაქე ფრანკფურტის სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში გაასამართლა გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების, ომის დანაშაულებისა და სხეულის დაზიანებისთვის, რამაც გამოიწვია სიკვდილი. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S