საგანგებო: დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ
29/08/2023 18:37:51 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად თბილისში შექმნილი პრობლების შემდეგ, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
მანამდე თბილისის მერიამ გაავრცელა ცნობა, რომ დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.
„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”.
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა.


