Accentnews.ge
ჩეხეთი რუსეთში Raiffeisen Bank-ის საქმიანობას იძიებს

ჩეხეთი რუსეთში Raiffeisen Bank-ის საქმიანობას იძიებს

29/08/2023 18:24:14 მსოფლიო

ჩეხეთის რესპუბლიკის ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა ცენტრმა ავსტრიული ფინანსური ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის მიმართ გამოძიება დაიწყო მისი შვილობილი კომპანიის რუსეთში მუშაობის გამო. ამის შესახებ ჩეხური ტელევიზია იუწყება.

Raiffeisen Bank International-ის წინააღმდეგ სამართალდამცავებს საჩივარი მიმართეს უფლებადამცველებმა ჩეხეთის მოქალაქეთა და მეწარმეთა უფლებების ასოციაციიდან. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთში ფინანსური საქმიანობის გაგრძელებით ჯგუფი უკრაინაში რუსეთის აგრესიას აფინანსებს.

უფლებადამცველებმა გამოძიების თხოვნით მიმართეს ევროკავშირსა და ავსტრიასაც.

ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში დაადასტურეს, რომ მიიღეს საჩივარი და მიმდინარეობს გამოძოება. თუმცა დეტალებზე არ უსაბრიათ.

იმავდროულად, ჩეხური Raiffeisenbank-ის მომხმარებელთა ჯგუფმა შექმნა პეტიცია ფინანსური ინსტიტუტის მიერ რუსული ბაზრის დატოვების მოთხოვნით.

ამ მიმართვის ინიციატორი ლადისლავ პელზლი განმარტავს, რომ Raiffeisen Bank რუსეთში დიდ მოგებას იღებს და იხდის გადასახადს, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასაფინანსებლად იყენებს.

ივლისის დასაწყისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიული Raiffeisen Bank International (RBI) აჩერებდა თავის გასვლას რუსეთის ბაზრიდან იმედით, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან მალე დასრულდება. ამავდროულად, მარტში კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებს თავისი ბიზნესის გაყიდვას რუსეთში ან ჯგუფის გაყვანას.

Raiffeisen, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გახდა ერთ-ერთი მთავარი დასავლური ბანკი რუსეთში - მასზე მოდის ქვეყანაში ყველა ევროში გადარიცხვების დაახლოებით მეოთხედი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S