Accentnews.ge
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

29/08/2023 18:09:35 მსოფლიო

აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, პაკეტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოიცავს, რაც უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმარება. კერძოდ, პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის AIM-9M რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, განაღმვის აღჭურვილობა, Javelin და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს და რაკეტები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონზე მეტ ტყვია, სასწრაფო დახმარების მანქანები და საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გადასალახად.

“რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანი იქნებიან უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება,” - აღნიშნავს ბლინკენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S