Accentnews.ge
კახა კალაძე: უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა

კახა კალაძე: უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა

29/08/2023 17:58:57 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა.

„თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს",– თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ვრცელდება ცნობები, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მანამდე თბილისის მერიამ გაავრცელა ცნობა, რომ დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S