Accentnews.ge
მალიარი: მტერი ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდა

მალიარი: მტერი ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდა

29/08/2023 17:27:50 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ – ქალაქს ვერ ტოვებენ.

„ახალი ამბები: საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” - განაცხადა მალიარმა აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებაზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან სამხრეთ ფლანგზე მიიწევენ წინ:

“ბევრი სიმაღლე დავიკავეთ, მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ, არ შეუძლიათ თავად ქალაქშიც სრულფასოვნად გადაადგილება. ახლა ყველაზე მეტად კლეშჩეევკაში, კურდიუმოვკაში, ანდრეევკაში ბრძოლებზე ლაპარაკობენ. იქ ბრძოლები გრძელდება. ნელ-ნელა წინ მივიწევით, წარმატებები გვაქვს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S