Accentnews.ge
„LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს

„LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს

03/12/2019 08:30:24 ეკონომიკა, რეკლამა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საფრანგეთში მოღვაწე კომპანია „LE PONT CAUCASIEN“-ის ხელმძღვანელი, ქართული ღვინის პრომოუტერი, ენოლოგი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს.

მონაკოს სომელიეთა ასოციაციის რიგით 28-ე გალა-ღონისძიება მონტე-კარლოში გაიმართა. ილია კახოიძეს საპატიო წოდება ასოციაციის პრეზიდენტმა დომენიკ მილარდიმ გადასცა.

„ვფიქრობ ძალიან საამაყოა, რომ მონაკოს სომელიეთა ასოციაციის გალა-საღამოზე, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ყველა გავლენიანი ფიგურაა მოწვეული, ირჩევენ მხოლოდ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციით არის დაკავებული. გალა-საღამოს სტუმრები აცხადებდნენ, რომ “ჩვენ ყველანი ქართველებად ვგრძნობთ თავსო“, ვფიქრობ მნიშვნელოვანი და სასიხარულიოა. ეს ყველაფერი არის იმ სწორი, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგი“ - აცხადებს ილია კახოიძე.

საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო  კომპანია LE PONT CAUCASIEN-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხდება. LE PONT CAUCASIEN-ისა და მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის დომინიკ მილარდის ინიციატივით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მონაკოშიც გაიმართა, რის შედეგად მონაკოს რესტორნების მენიუში ქართული ღვინოc გამოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S