პრიგოჟინი პეტერბურგის სასაფლაოზე დაკრძალეს
29/08/2023 15:54:10 მსოფლიო
"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პოროხოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ ბიზნესმენის პრესსამსახური იტყობინება.
გამოსამშვიდობებელი ცერემონია, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში შედგა.
პოროხოვსკის სასაფლაოს ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიზნესმენი დაკრძალეს მოსკოვის დროით დაახლოებით, საღამოს 4 საათზე.
რუსულ სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" პრიგოჟინთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონია ახლობლების თხოვნით დაიხურა. მათ გარდა დაკრძალვას მხოლოდ „ვაგნერის“ დამფუძნებლის უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ასევე: „ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შექმნა“: პუტინის სასახლესთან „დაშვებული“ თვითმფრინავი და შესაძლო შედეგები


