Accentnews.ge
პოლონელ მესაზღვრეებს 60 მიგრანტი დაესხა თავს

პოლონელ მესაზღვრეებს 60 მიგრანტი დაესხა თავს

29/08/2023 14:46:48 მსოფლიო

60 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი ბელარუსის საზღვარზე პოლონელ მესაზღვრეებს თავს დაესხა,– იუწყება პოლონეთის სასაზღვრის დაცვის სამსახური.

სამსახურმა განაცხადა, რომ 28 აგვისტოს, "აგრესიული უცხოელების" ჯგუფმა ქვები ესროლა პოლონელ მესაზღვრეებს, დუბიჩი ცერკოვნიეს პუნქტთან.

"შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა სპეციალური ავტომანქანა ტაიფუნი. მანქანის მისვლისთანავე ჯგუფი ბელორუსში გავიდა და წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ," - ნათქვამია განცხადებაში.

გასულ კვირას პოლონეთმა გამოაცხადა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სპეციალური ძალების დანაყოფს ქმნის.

ერთი დღით ადრე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ. პოლონეთმა ასობით სამხედრო გადაისროლა საზღვრის გასამაგრებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S