Accentnews.ge
მედია: ხერსონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა აღიმართა

მედია: ხერსონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა აღიმართა

29/08/2023 13:46:56 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის დროშა აღმართეს ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე - ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად "ნაცრისფერ ზონად" ფასდება,– იუწყება ხერსონელი ჟურნალისტი კონსტანტინე რიჟენკო.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეოც.

"შლიახოვიკის" ბაღის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაზე სამხედროებმა შენიშნეს დროშის ტარი და გადაწყვიტეს, მასზე დროშა აღემართათ. ჯარისკაცებმა – ანდრეიმ და ივანემ დროშა აღმართეს უკრაინის ჰიმნის ფონზე. მათ სურდათ, ოკუპანტებისთვის იმის დემონსტრირება, რომ ისინი შეიჭრნენ უკრაინის მიწაზე, რომელიც საბოლოოდ განთავისუფლდება დამპყრობლებისგან“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

„მარცხნივ, ოლეშკის მახლობლად, ჩვენმა სამხედროებმა საზეიმოდ აღმართეს უკრაინის დროშა ეროვნული ჰიმნის თანხლებით",– წერს ადგილობრივი გამოცემა "ხიდი".

როგორც იუწყებიან, შენობა, რომელზეც დროშა აღიმართა, მდებარეობს ანტონოვკასა და ოლეშკას შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S