ლატუშკო: "ვაგნერელებზე" ბელარუსის პასპორტების გაცემა დაიწყეს
29/08/2023 13:32:47 მსოფლიო
"ვაგნერის" დაქირავებულებმა, რომლებიც ბელარუსში გადავიდნენ ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი ჯანყის შემდეგ, დაიწყეს რესპუბლიკის პასპორტების მიღება. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კულტურის ყოფილმა მინისტრმა პაველ ლატუშკომ განაცხადა.
ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს დივერსიული ღონისძიებების მომზადებით, მათ შორის ტერორისტული თავდასხმებით. მისი თქმით, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის ჩართულობით პროვოკაციები მალეა მოსალოდნელი.
„ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, "ვაგნერელები" ბელარუსის პასპორტებს იღებენ, თუმცა შეცვლილი გვარებითა და სახელებით. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სახმელეთო საზღვრებით შევიდნენ. რამდენიმე ასეულმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ბელარუსის თავდაცვის სამინისტროსთან. ისინი დარჩებიან ქვეყნის ტერიტორიაზე – დარჩებიან სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში და შეიძლება, გამოიყენონ საზღვარზე პრობლემების შესაქმნელად, მათ შორის მიგრანტებთან „თანამშრომლობით“, რომლებიც ყოველდღიურად ესხმიან თავს პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საზღვრებს“, - თქვა ლატუშკომ.
ამასთან, იუწყებიან ბელარუსში "ვაგნერის" ბანაკის დაშლა 1 აგვისტოდან დაიწყო.
"ვაგნერის" დაქირავებულები ბელარუსი გადავიდნენ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა 2023 წლის 25 ივნისს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ამბოხი გამოაცხადა. რუსეთის დედაქალაქის წინააღმდეგ კამპანიის დროს "ვაგნერის" მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსული არმიის თვითმფრინავი და ექვსი ვერტმფრენი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ჩართულობით შედგა მოლაპარაკებები და პრიგოჟინმა უარი თქვა მოსკოვისკენ მსვლელობაზე. მისი დაქირავებულები გადავიდნენ ბელარუსში.
23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა Embraer Legacy 600 ბიზნეს თვითმფრინავი, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, პრიგოჟინიც იმყოფებოდა. ბორტზე მყოფი ათივე პირი დაიღუპა.


