
ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
29/08/2023 13:07:16 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6268 ლარი ეღირება, ევრო – 2.8398 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3098 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6299 ლარი ღირდა, ევრო – 2.8400 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3131 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.