რუსეთში ФСБ-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი
29/08/2023 12:42:45 მსოფლიო
რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ФСБ-ს კუთვნილი მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости ავრცელებს.
მისი ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი.
„სოსნოვსკის რაიონის სოფელ პრუდნის მახლობლად, გეგმური ფრენის დროს, მი-8 ტიპის ვერტმფრენი ტყეში ჩამოვარდა“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.
წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკის გაუმართაობაა.


