
ბაღდათში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა
29/08/2023 12:36:02 საზოგადოება
ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
“მთავარი არხის” ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა და ის გარკვეული პერიოდის შემდგომ რომ არ დაბრუნდა, მეზობელმა მოიკითხა, რომელმაც ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ შუახნის კაცი ქვევრში დახმარების მიზნით თავად ჩავიდა, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.