Accentnews.ge
ადიგენის მერია: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ადიგენის მერია: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

29/08/2023 12:19:55 რეგიონები, რეკლამა

ადიგენის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს კი საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის შიდა საუბნო გზა მოეწყო გვერდულებით, გადასასვლელებით, სანიაღვრე არხებითა და მიერთებებით. სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

ასევე, სამუშაოები დასრულებულია სოფელ ღორძეში, სადაც სოფლამდე მისასვლელი რკინა-ბეტონის გზა მოეწყო გადასასვლელებით, სანიაღვრე არხებით, მიერთებებითა და გვერდულებით. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა. აღნიშნულ სოფლებში ჯამში 2 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი კეთილმოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 985 647 ლარს შეადგენს.

მონიტორინგის მიზნით მუნიციპალიტეტის პირველი პირი გოჩა ქიმაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ადიგენის მერის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, პროექტებზე მუდმივი ზედამხედველობა ხორციელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S