Accentnews.ge
უკრაინა: კიდევ 84 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დავიბრუნეთ

უკრაინა: კიდევ 84 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დავიბრუნეთ

29/08/2023 11:36:11 მსოფლიო

უკრაინამ ომის დროს დაღუპული 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებული, ოლეჰ კოტენკო ტელეგრამ–არხზე ავრცელებს.

"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე ანაცვალეს უკრაინას. დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად," - წერს კოტენკო.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად გრძელდება.

გაზაფხულზე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევმა დაახლოებით, 1500 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება მოახერხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S