უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა სამხრეთით ვერბოვეს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს
29/08/2023 10:37:57 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მისი ცნობით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.
გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიივკას, კლეშჩეევკასა და მარინკას რაიონებში.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით.


