Accentnews.ge
რუსი სამხედრო ბლოგერები: ხერსონში რუსული ჯარები საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიან

რუსი სამხედრო ბლოგერები: ხერსონში რუსული ჯარები საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიან

29/08/2023 08:36:45 მსოფლიო

არაერთი ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი აცხადებს, რომ ხერსონში რუსული ჯარები არტილერიისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიან.

"ბრიგადის მეთაური და სადაზვერვო ბატალიონის უფროსი ჩვენს ბიჭებს საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე აგზავნიან ომში, საწყალი ბიჭები იღუპებიან", – წერს რუსი ბლოგერი რომან საპონკოვი.

​კიდევ ერთი რუსული გამოცემა "Visioner's Channel" წერს, რომ 205-ე ბრიგადას საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვს.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა "Republic", რომელიც ბლოგში „რუსულ ჯარში მზარდ პრობლემებზე“ წერს:

„რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე ბრიგადას, რომელიც იბრძვის ხერსონის რაიონში, დაევალა მდინარე დნეპრზე მდებარე კუნძულების დაკავება. სამხედროებმა უპასუხეს, რომ მათ არ აქვთ სათანადო საბრძოლო მასალა, საკვები, საარტილერიო მხარდაჭერა და დაზვერვა".

რუსული საქველმოქმედო ფონდი "Ataman", რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს, წერს, რომ იმედოვნებს, ხერსონში მომარაგების პრობლემა მოგვარდება, რათა "რუსმა სამხედროებმა შეძლონ, დაიცვან თავიანთი სამშობლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S