მედია: პუტინი ერდოღანს 4 სექტემბერს სოჭში შეხვდება
29/08/2023 08:10:40 მსოფლიო
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში გაიმართება, - იუწყება თურქული ტელეკომპანია Haberturk.
მისი ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 4 სექტემბერს შეხვდებიან.
მანამდე, კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა "უახლოეს მომავალში" გაიმართებოდა, თუმცა მას შეხვედრის თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია.


