Accentnews.ge
სამი საგანი, რომლის შედეგებიც ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

სამი საგანი, რომლის შედეგებიც ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

29/08/2023 07:37:30 საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის დირექტორ სოფიო გორგოძის თქმით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობით მეორე ადგილზე ისტორიაა, ხოლო მესამეზე – ინგლისური.

მისი ცნობით, 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა - 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა - 754; რუსული ენა - 15; გერმანული ენა - 19; ფრანგული ენა - 2; მათემატიკა - 510; ისტორია - 796; გეოგრაფია - 29; ბიოლოგია - 228; ქიმია - 60; ფიზიკა - 40; ლიტერატურა - 52; ხელოვნება - 7; სამოქალაქო განათლება - 114. შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია.

როგორც მან აღნიშნა, ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში.

მისი თქმით, გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S