
ინდოეთის პრემიერი: სექტემბერში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს ვლადიმირ პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი დაესწრება
29/08/2023 07:10:23 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "დიდი შვიდეულის" სამიტს არ დაესწრება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ოფისის განცხადებით, პუტინი სამიტს გამოტოვებს, რომელიც ინდოეთში სექტემბერში ჩატარდება და მის ნაცვლად სამიტის მუშაობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.
მოდის ოფისის ცნობით, პუტინსა და მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროს იოჰანესბურგში ჩატარებული BRICS-ის სამიტის შედეგები, ამ ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობა, რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები იქნა განხილული.
პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული, თუმცა ინდოეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.