Accentnews.ge
სამხრეთ კორეა უკრაინის ფინანსურ დახმარებას მიმდინარე წელთან შედარებით, რვაჯერ ზრდის

სამხრეთ კორეა უკრაინის ფინანსურ დახმარებას მიმდინარე წელთან შედარებით, რვაჯერ ზრდის

29/08/2023 06:51:40 მსოფლიო

სამხრეთ კორეა უკრაინის ფინანსურ დახმარებას მიმდინარე წელთან შედარებით, რვაჯერ ზრდის. კერძოდ, ქვეყანა 2024 წლის ბიუჯეტიდან კიევს 52 მილიარდი კორეული ვონის (394 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ბიუჯეტის თანახმად, დახმარების პაკეტში 130 მილიარდი კორეული ვონი გათვალისწინებულია რეკონსტრუქციისთვის, 260 მილიარდი – ჰუმანიტარული დახმარებისთვის და 130 მილიარდი –საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ფინანსური დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ 2023 წელს სამხრეთ კორეა უკრაინას "მნიშვნელოვან სამხედრო მარაგს" მიაწვდის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S