Accentnews.ge
ტულას გარდა, დრონებით თავდასხმის თაობაზე ბელგოროდშიც იუწყებიან

ტულას გარდა, დრონებით თავდასხმის თაობაზე ბელგოროდშიც იუწყებიან

29/08/2023 06:37:08 მსოფლიო

ტულას გარდა, დრონებით თავდასხმის თაობაზე ბელგოროდშიც იუწყებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ორშაბათს მოსკოვის დროით 23:00 საათზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს".

მანამდე, თავდაცვის უწყება, რუსეთი მოსკოვის სამხრეთით მდებარე ტულას რეგიონზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყებოდა.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S