Accentnews.ge
უკრაინა: რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინა: რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს, არის მსხვერპლი

29/08/2023 06:31:23 მსოფლიო

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი "ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს.

მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

პროკურატურის ცნობით, რუსებმა ქალაქი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. ჭურვმა 39 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარ ეზოში საოჯახო საქმეებს ასრულებდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, 72, 73 და 88 წლის ქალები დაშავდნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა კერძო სახლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

დონეცკის ოლქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო ომის კანონების და წესების დარღვევის მუხლით.

რუსეთთან ომში შეერთებული შტატებისგან მიღებულ კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს უკრაინაც. ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. აშშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.

ე.წ. კასეტური ბომბი აფეთქებისას ბევრ ნაწილად იშლება, ზოგიერთი მათგანი ხმელეთზე დროებით აუფეთქებლად რჩება და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც, წლების განმავლობაში, საფრთხეს წარმოადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S