რუსეთი მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყება
29/08/2023 05:35:44 მსოფლიო
რუსეთი მოსკოვის სამხრეთით მდებარე ტულას რეგიონზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით "საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს".
„აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.


