Accentnews.ge
ომში დაბრუნებაზე უარის გამო რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს

ომში დაბრუნებაზე უარის გამო რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს

28/08/2023 14:33:53 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომში დაბრუნებაზე უარის გამო რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს.

კერძოდ, ქალაქ სოჭში სამხედრო სასამართლომ ორ ჯარისკაცს სადამსჯელო კოლონიებში, სულ მცირე, ორწლიანი პატიმრობის განაჩენები გამოუტანა.

ფრონტზე დაბრუნების ბრძანებაზე დაუმორჩილებლობისთვის ახალწვეულ იური მალტსევსკის, რომელიც ომში უკვე მსახურობდა, 2–წლიანი პატიმრობა, ხოლო კონტრაქტის წესით დაქირავებულ ჯარისკაცს ივან კაშინს, რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში, ორი წლით და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S