Accentnews.ge
ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრების სრულად დაკეტვას არ გამორიცხავენ

ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრების სრულად დაკეტვას არ გამორიცხავენ

28/08/2023 12:14:37 მსოფლიო

ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრების სრულად დაკეტვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო თვეებში პოლონეთის საზღვართან ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსულმა მიგრანტების რაოდენობამ იმატა.

"მოვითხოვთ მინსკის ხელისუფლებისგან, რომ "ვაგნერის" ჯგუფმა დაუყონებლივ დატოვოს ბელარუსის ტერიტორია და არალეგალმა მიგრანტებმა დაუყოვნებლივ დატოვონ სასაზღვრო ტერიტორია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. თუ იქნება კრიტიკული ინციდენტი "ვაგნერის" დაქირავებულთა მონაწილეობით, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც აქამდე გაიხსნა, დაიკეტება", – განაცხადა მან.

ევროკავშირის წევრები – ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, რომლებსაც აქვთ საზღვარი ბელარუსთან, შეშფოთებულნი არიან საზღვრის უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, რაც ასობით "ვაგნერელი" ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწვევით ჩავიდა. ამასთან, მინსკს ადანაშაულებენ მიგრანტებისთვის ხელშეწყობაში, გადაკვეთონ საზღვარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S