Accentnews.ge
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინამ F-16-ების გამოყენება შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს

ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინამ F-16-ების გამოყენება შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს

28/08/2023 10:02:07 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია წვრთნებისთვის საჭირო დრო.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება:

„ამას მინიმუმ ექვსი თვე და შესაძლოა, ცოტა მეტიც დასჭირდეს“.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენას ომში „თამაშის წესების შეცვლა“ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კიევს F-16–ების მიწოდებას დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია დაჰპირდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S