Accentnews.ge
რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი: საქართველოში არ შემიშვეს

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი: საქართველოში არ შემიშვეს

28/08/2023 09:45:15 მსოფლიო

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი, ადვოკატი პაველ ასტრახოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემუშვეს.

„სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის „ახალი კიდობნისა“ და „წარღვნისთვის“ მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება. მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს თითქმის 7 საათის განმავლობაში დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე, საბოლოოდ კი, ფილმის რეჟისორთან ერთად საერთოდ შეშვებაზე გვითხრეს უარი“,- განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს"–ს ასტრახოვმა.

მან ქართველი მესაზღვრეების საქციელს „პროვოკაცია“ და „თვითნებობა“ უწოდა. „თარჯიმნითაც კი არ უზრუნველგვყვეს“, - დაამატა პაველ ასტრახოვმა.

მისი თქმით, შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც ის სომხეთში დაბრუნდა და დანიშნულების ადგილას სტამბოლის გავლით ჩავიდა.

მანამდე ასტარხოვი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სასწაული ფრონტზე, ან სანგრებში ათეისტები არ არიან“.

პაველ ასტახოვი ბავშვთა ომბუდსმენის თანამდებობიდან 2016 წელს კარელიის რესპუბლიკის პრიონეჟსკის რაიონის სოფელ სიამოზეროშ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადადგა, მაშინ ქარიშხალს ბავშვები ემსხვერპლნენ. ბავშვთა ომბუდსმენმა ქარიშხალსგადარჩენილ გოგონებს ჰკითხა: „აბა, როგორ იცურავეთ?“

გასულ წელს სარატოვის სასამართლომ პაველ ასტახოვის ვაჟიშვილს ანტონს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფართომასშტაბიანი თაღლითობის გამო.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაზე პერიოდულად უარს ეუბნება, როგორც რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს, ასევე რუსეთის იმ მოქალქეებს , რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართმასშტაბიან შეჭრას და კრემლის პოლიტიკას ემხრობიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S