Accentnews.ge
Bloomberg: თურქეთმა რუსეთისგან ნატო-სკენ იბრუნა პირი

Bloomberg: თურქეთმა რუსეთისგან ნატო-სკენ იბრუნა პირი

28/08/2023 09:36:45 მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც მაისში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ბოლო წლებში ნატო-სთან გაუარესებული ურთიერთობების გამოსწორებას შეუდგა. ეს ხდება რუსეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც, ანკარის მოწოდებების მიუხედავა, ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და შავ ზღვაში უკრაინის მიმართულებით მიმავალ ხომალდებს ემუქრება.

გასულ კვირას თურქეთმა და აშშ-მა სულ მცირე, 2016 წლიდან ყველაზე მასშტაბური ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს სამხედრო ხომალდების, თურქული F-16-ებისა და ამერიკული F-18-ების მონაწილეობით. მსოფლიოს უმსხვილესი ავიამზიდი "ჯერალდ ფორდი" ანტალიის პორტში შევიდა და ამერიკელმა სამხედროებმა სიმბოლურ ჟესტად ბორტზე პრეზიდენტ ერდოღანის სიძე - სელჩუკ ბაირაქტარი მიიწვიეს მის ძმასთან - ჰალიუქთან ერთად. ეს უკანასკნელები, როგორც ცნობილია, ფლობენ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ კომპანია "ბაირაქთარს", რომლის პროდუქციამ ომის საწყის ეტაპზე უკრაინული ჯარების მიერ რუსული აგრესიის მოგერიებაში ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა.

კონგრესის დელეგაციის ვიზიტის კვალდაკვალ ეს ერთობლივი წვრთნები იმის მანიშნებელია, რომ მხარეები შელახული ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ, - განუცხადა Bloomberg-ს სამმა თურქმა ჩინოსანმა. მათივე თქმით, ერდოღანმა ბოლო თვეებში მიყოლებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დასავლეთის მიმათულებით, მათ შორის თანხმობა განაცხადა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებაზე და უკრაინაში დააბრუნა "აზოვის" ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც, სამხედრო ტყვეთა გაცვლის პირობების თანახმად, ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

ივლისში თურქეთია და აშშ-ის პრეზიდენტები ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე შეხვდნენ და ახლა, სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ანკარა ერდოღანისა და ბაიდენის მორიგი შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს, ამჯერად – დელიში, G20-ის სამიტის ფარგლებში, რომელიც 9-10 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ამასობაში თურქეთის პრეზიდენტისა და მისი რუსი კოლეგის - ვლადიმირ პუტინის ურთიერთობები ბოლო თვეებში თვაშისაცემად უარესდება. პუტინმა ყურად არ იღო მოწოდებები, გაეხანგრძლივებინა უკრაინული პორტებიდან შავი ზღვით ხორბლის გატანის შესახებ შეთანხმება და ამ თემის ერდოღანთან განხილვაზე უარი განაცხადა. კვირანახევრის წინ ანკარამ მოსკოვი მკაფიოდ გააფრთხილა, არ დაუშვას შავ ზღვაში ამასწინანდელის მსგავსი სიტუაციის განმეორება, როდესაც რუსულმა მშრალტვირთმზიდმა აიძულა პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი თურქული ხომალდი "შუქრუ ოქანი", შეჩერებულიყო და მასზე ჩხრეკა ჩაატარა.

"რუსულ მხარეს მკაფიოდ განემარტა აუცილებლობა, თავი შეიკავოს მსგავსი ინიციატვებისგან, რომლებმაც შესაძლოა, შავ ზღვაში დაძაბულობა გაზარდოს" - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამმართველოს ეგიდით მოქმედი დეზინფორმაციასთან ბროლის ცენტრის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S